ქუთაისში, თეთრი ხიდის პანორამული მინა ისევ დაზიანდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, "თეთრ ხიდზე," რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, პანორამული მინა ისევ დაზიანდა.
ხიდის საფეხმავლო ნაწილზე დაზიანებული შუშა ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშეა. "ევროპა ჩვენია სახლიას" წარმომადგენლები ხიდზე გამვლელ ქვეითებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. 

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგაც ხშირად თავს იჩენს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

"მორიგად გაიბზარა თეთრ ხიდზე მინა. მართლმსაჯულებას გადაგვცეს ნამუსდაკერხერებულებმა გამაფრთხილებელი სტიკერების გამო წინა ჯერზე. ახლა საყოველთაო შვებულებაა და საცივიდან თავის ამოყოფაზე არ მგონია შეიწუხონ თავი. ამიტომ, ფრთხილად ხიდ-ხაფანგზე გავლისას!,"- წერს თორნიკე ბარათაშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, "თეთრი ხიდის" რეკონსტრუქცია 2018 წელს  განხორციელდა. ქუთაისის მერიამ ხიდი ისე გახსნა, რომ სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ იყო. ხარვეზებმა თავი მალევე იჩინა, რის გამოც მერიას დღემდე ხშირად აკრიტიკებენ. სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუსს" მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და დააჯარიმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი