დიდთოვლობა, ადიდებული მდინარეები და დამეწყრილი სოფლები - საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო ოჯახები ამ დრომდე გარესამყაროს არიან მოწყვეტილი. ზოგიერთ სოფელში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა, სადაც ადგილობრივებს ელექტროენერგია და გაზმომარაგება რამდენიმე დღეა არ მიეწოდებათ. ასევე დილიდან შეფერხებებია გზებზეც. მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთავარ მაგისტრალზე, სადაც მგზავრები მცირეწლოვანი ბავშვებით კილომეტრიან საცობში იდგნენ.