თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება, ზოგიერთს კი უკვე შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
დიდუბის რაიონში - ტერევერკოს ქუჩის N7-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 13:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ტერევერკოს ქუჩას.
ნაძალადევის რაიონში - ბჟოლეთის ქუჩის N8-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 06/01 21:30-დან 07/01 10:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბჟოლეთის ქუჩას. აღნიშნულ გამორთვას დაემატა: არალეთის, გოგაშენის, ვაზიანის, ახალდაბის და დვირის ქუჩები.
ჩუღურეთის რაიონში - დავითაშვილის ქუჩის N 86 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 06/01 22:30-დან 07/01 10:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მნათობის, დავითაშვილის, გუმათის, სააკაძის, პირველი ბოდავისს, მეორე ბოდავის, ჩეჩელაშვილის და სალიების ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 18:00-მდე.