შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამიტომაც, როგორც Politico წერს, მან თანამდებობა შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს.

"2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე" - თქვა მან ბელგიურ გაზეთ De Standaard-თან ინტერვიუში. მიშელის თქმით, მისი მემკვიდრის ვინაობა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

მიშელს არ დაუკონკრეტებია, რა როლის შესრულება სურს ევროპარლამენტში. თუმცა, აღნიშნა, რომ აპირებს შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტია MR - Mouvement Réformateur-ს.

"მინდა ვიმსახურო იქ, სადაც შემიძლია სასარგებლო ვიყო. სხვა ამბიციები არ მაქვს. მსურს აქტიური როლი ვითამაშო ევროპულ დებატებში და დავეხმარო ევროპა 2030-ის პროექტის წინსვლას. ამას რეფორმები დასჭირდება," - ამბობს მიშელი.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი 2019 წლიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარეა და უფლებამოსილების ვადა წელს, ნოემბერში ეწურება. მანამდე მას ბელგიის პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი