"არავის მიუქცევია ყურადღება ჟურნალისტების გარდა და ატეხეს ერთი ამბავი...რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის" | არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებაზე

გამოქვეყნდა:

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე თვეა რაც არის, თუმცა ამისთვის ყურადღება ჟურნალისტების გარდა, არავის მიუქცევია. 

"ეს არის დღესასწაული და ასეთ რაღაც მნიშვნელობების იმაზე არ ღირს. არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი," - ამბობს იოანე მჭედლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის ხატის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. თუმცა, როგორ და რატომ აღმოჩნდა სტალინის ხატი სამების ტაძარში, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი