რას ცვლის პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად გამოჩენა და როგორ განვითარდება პროცესები ოლიგარქის მესამედ დაბრუნების შემდეგ. ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნებას მმართველ პარტიაში ოპონენტებისგან მოსალოდნელი სპეკულაციებით ხსნიან და ამტკიცებენ, რომ "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს და ივანიშვილი პარტიისთვის პოლიტიკური რეიტინგის ასაწევად არ დაბრუნებულა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოლიგარქს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაკონსოლიდირებელი ფუნქცია ექნება. ოპონენტებისთვის კი ივანიშვილის დაბრუნება სწორედ "ქართული ოცნებისთვის" რეიტინგის აწევის მცდელობის დასტურია.