სახიფათო რუსული თვითმფრინავები და ოკუპანტების ინეტერსებზე მორგებული ავიარეისეიები. ირკვევა, რომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ კუთვნილი Superjet-ებით მგზავრობა საფრთხისშემცველია. თვითმფრინავების დიდი ნაწილი გაუმართავია ნაწილებისა და სერვისის არარსებობის გამო, უცხოურ თვითმფრინავებზე კი ოკუპანტ ქვეყანას წვდომა საერთაშორისო სანქციების შემდეგ შეეზღუდა. თუმცა პარალელურად იზრდება რუსეთ-საქართველოს შორის რეისების რაოდენობა და 26 იანვრიდან მოსკოვის, სოჭისა და მინვოდის მიმართულებას ბაშკირეთის დედაქალაქიც ემატება, საიდანაც თბილისის მიამრთულებით რეგულარული ფრენები შესრულდება.