დიდ დიღომში არასრულწლოვნებმა მანქანები გაქურდეს

გამოქვეყნდა:

რამდენიმე დღის წინ, დიდ დიღომში 5-ზე მეტი მანქანა გაქურდეს. მოპარულია საბანკო ბარათები, კოსმეტიკა და მცირე თანხა, რომელიც მანქანებში იყო. 

დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოიღო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, თუმცა დაკავებული არავინაა. პოლიციას სავარაუდო დამნაშავეებიც იდენტიფიცირებული ჰყავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან. 

ადგილობრივები აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების მხრიდან ჩადენილმა დანაშაულებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი