"გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა. მან საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფეისალ ბინ ფარჰან ალთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.
"ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მე მოვიწვიე პრინცი ფეისალი FAC-ში ბრიუსელში 22 იანვარს", - წერს ბორელი.