ვირუსების აფეთქება და ჩავარდნილი ვაქცინაცია | სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

ღორის გრიპის ეპიდემია პიკზეა. ახალი წლის პირველივე დღეებიდან მედიკოსები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კი მხოლოდ ახლა შეძლო განცხადების გაკეთება. მინისტრი აზარაშვილი წელს პირველად გამოჩნდა საჯაროდ ამ თემით და საზოგადოების დამშვიდება სცადა. უწყების ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერია და კლინიკებში ადგილები საკმარისია.

მაგრამ, პაციენტების რაოდენობა განუხრელად იზრდება. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები არიან. რამდენიმე შემთხვევაში გრიპის და სავარაუდოდ კორონავირუსის თანდართვამ იმდენად მძიმე შედეგამდე მიიყვანა პაციენტები, რომ მედიკოსების განსაკუთრებული ჩარევა გახდა საჭირო. და სწორედ ასეთი მძიმე ვითარების გამო სამედიცინო საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა ვაქცინაციის პროგრამაზე საუბარი - რომელიც ფაქტია, რომ ჩავარდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი