ომში დაიღუპა 23 წლის, ცნობილი უკრაინელი მფრინავი - "ლურჯი ჩაფხუტი"

გამოქვეყნდა:

საბრძოლო დავალების შესრულებისას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების 114-ე ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის 23 წლის პილოტი, ვლადისლავ ზალისტოვსკი, საძახისით "ცისფერი ჩაფხუტი" (Blue Helmet) დაიღუპა. Суспільне წერს, რომ აღნიშნული 114-ე ბრიგადაში დაუდასტურეს. 

ის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო, სასწავლებელმა ასევე დაადასტურა მისი დაღუპვა. 

23 წლის ბიჭი იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი. ის ფრენის ვიდეობეს სოციალურ ქსელებ - Instagram-სა და TikTok-ზე აქვეყნებდა, სადაც ათასობით "გამომწერი" ჰყავდა.

"არცერთი ჩვენგანი აღარ იხილავს ახალ ლურჯი_ჩაფხუტის ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა, თუმცა ის მხოლოდ 23 წლის იყო. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე 23 წელი, და ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი და უკვე ჰქონდა ათობით საბრძოლო გაფრენა მის დამსახურებაში. მე ქედს ვიხრი მის წინაშე და პატივს ვცემ, როგორც ნამდვილ საბრძოლო პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!" - წერს მისი თანამებრძოლი მეტსახელად Air Fighter "ინსტაგრამზე".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი