ამოქმედებულია ცხელი ხაზი, პარტნიორები საქმის კურსში არიან | სუს გრემისხევთან ოკუპანტების სამუშაოებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ოკუპანტების მორიგ დესტრუქციულ ქმედებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენეს ევროპელი პარტნიორები. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხს განიხილავენ ერგნეთისა და ჟენევის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საჭიროა პატრულირების გაძლიერება, ასევე, სათვალთვალო კამერების დაყენებას.

საქმე ეხება "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გრემისხევთან, სადაც საოკუპაციო რეჟიმს მოწყობილი აქვს მუდმივმოქმედი საგუშაგო, დააფიქსირეს ახალი საბრძოლო სანგარსავალის მოწყობის პროცესი.

"მცხეთა მთიანეთის რეგიონი, სოფელი გრემისხევის თავზე, სადაც საოკუპაციო რეჟიმს მოწყობილი აქვს მუდმივმოქმედი დიდი საგუშაგო, ე.წ. წინ წაწეული ოპერატიული ბაზა, იქ დავაფიქსირეთ ახალი საბრძოლო სანგარ-სავალის მოწყობის პროცესი. ეს წარმოადგენს გარკვეული ტიპის მზადებას, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ისინი პრაგმატულ პოლიტიკას ეწევიან", - ამბობს ქაცარავა "მთავართან".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი