აშშ უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას შეფერხების გარეშე გააგრძელებს | როგორ იწყებს წელს უკრაინა?

გამოქვეყნდა:

აშშ უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. სენატორების ინფორმაციით, ორპარტიული შეთანხმება მიღწეული და დაფინანსების საკითხის გარშემო შექმნილი ბუნდოვანებაც ამ ეტაპზე გარკვეულია. მათივე ინფორმაციით,  სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ახლა ოფიციალურად გაფორმებაა საჭირო, რაც სავარაუდოდ ამ კვირაშივე მოხდება.

უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება ევროპული ქვეყნების მხრიდანაც. მეტიც, ევროკავშირის ცალკეული წევრები მშპ-ს კვოტასაც კი აწესებენ, რა მოცულობის დახმარებაც უკრაინის მხარდასაჭერად უნდა მიემართოს. თუმცა F-16-ების გადაცემა წლის მეორე ნახევრისთვის გადაიდო, რაც ლოჯისტიკური პრობლემებითა და პილოტების გადამზადების პროცესითაა გამოწვეული.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი