"მოსკოვის ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა“ | უკრაინული მედიის ცნობით, ჰაკერებმა რუსული ინტერნეტ პროვაიდერი გატეხეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერის რესურსები გატეხეს და სერვერები გაანადგურეს. ინფორმაციას UNIAN  სამართალდამცავი ორგანოებიდან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, Blackjack ჯგუფის ჰაკერებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია SBU-სთან [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური], გატეხეს მოსკოვის ინტერნეტ პროვაიდერი M9kom და დააზიანეს მისი სერვერები.

„საუბარია 20 ტერაბაიტ წაშლილ მონაცემზე: კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი, ფილიალის ვებსაიტები, ფოსტის სერვერი, კიბერდაცვითი სერვისები და ა.შ. შედეგად მოსკოვის მაცხოვრებლების ნაწილი ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე დარჩა“, - აცხადებს წყარო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი