"ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს?...ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა პარტიის განახლებულ წესდებისა და ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილების შესახებ დასმულ კითხვას.
"ის, რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, პლუს ჩვენს საპატიო თავმჯდომარის პოზიციით, ხო. ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? ძალიან აქტიურია. უყვარს ეს ქვეყანა და, შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან მას ჰქონდეს უფლებამოსილება პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს. ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ," - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" განახლებული წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს. დოკუმენტში საპატიო თავმჯდომარის უფლებამოსილებებზეცაა საუბარი - წერია, რომ ის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველია და მას პოლიტიკური საბჭოს სხდომების მოწვევაც შეუძლია. ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ 30 დეკემბერს აირჩიეს.