უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, გუშინ, საღამოს საათებში, რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი - 56 წლის კაცი და 63 წლის ქალი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კულტურის ცენტრი და საწყობები.
როგორც პროკურატურა წერს, მომხდარზე გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
"პროკურორები, პოლიციის გამომძიებლებთან თანამშრომლობით, იღებენ ყველა ზომას აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დასაბუთებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.