9 იანვრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 520 ბავშვი დაიღუპა, 1 711-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 504, ხარკოვის ოლქში - 313, კიევის ოლქში - 145, ჩერნიგოვის ოლქში - 72, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 97, ხერსონის ოლქში - 132, ზაპოროჟიეს ოლქში - 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 777, ლუგანსკის ოლქში - 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.