EU-ს კანდიდატის სტატუსი, 2024 წლის არჩევნები და ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში | გერმანიის ელჩის გზავნილები

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება, 2024 წლის არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნება და რუსეთთან დამოკიდებულება - ამ საკითხებზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ისაუბრა.

დიპლომატი ხაზს უსვამს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი პირობა, რომელსაც ევროკავშირი მისი წევრი და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისგან ითხოვს.

რაც შეეხება "მეორე ფრონტზე" საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდას - დიპლომატის თქმით, მეორე ფრონტი არც ევროპაში და არც აშშ-ში არავის უნდა და არც არავის მოუთხოვია. გერმანიის ელჩის თქმით, ევროპა მიესალმება კრიტიკას, "მაგრამ დეზინფორმაცია და პროპაგანდა არ არის კარგი იდეა".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი