გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, მესამეს ამ დრომდე ეძებენ.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველები 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, კონსტანსის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. მთლიანობაში, მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში მორიგი ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.