ავსტრიის სათხილამურო კურორტზე გონდოლა ჩამოვარდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავსტრიაში, სათხილამურო კურორტ Hochoetz-ზე გონდოლა ჩამოვარდა - შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი, სავარაუდოდ, დანიის მოქალაქეები არიან.

როგორც BBC წერს, საბაგიროს ხე დაეცა, რის შედეგადაც 7 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მაშველებისთვის გონდოლის ქვეშ ფერდობი რთულად მისადგომი აღმოჩნდა, რის გამოც სამაშველო ოპერაციები უკიდურესად რთულად შეფასდა.

"გონდოლა ჩამოვარდა ძალიან კლდოვან ადგილას, თუმცა სამაშველო ჯაჭვი ძალიან კარგად ფუნქციონირებდა. მაშველები ადგილზე მაშინვე მივიდნენ, მაგრამ რელიეფმა ვერტმფრენებისთვის იქ მოხვედრა ძალიან გაართულა", - განაცხადა საბაგირო კომპანიის წარმომადგენელმა, მიხაელა ბურგერმა.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს სხვა ადამიანები და გონდოლები არ დაზიანებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი