ნატა ფერაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული - ჭოველიძის ქუჩაზე პოლიცია მას შემდეგ მივიდა, რაც პრორუსული დაჯგუფების წევრებმა შეკრება დააანონსეს და ფერაძეს დაემუქრნენ. მიზეზი კი სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები გახდა.
"ეკლესიები დაგვემხო თავზე, ინგრევა და იმაზე არ ჰქონდათ რეაქცია და რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოხატული, ეს დაიმართეს." ამბობს ფერაძე.
მოძალადე დაჯგუფების წევრები ადგილზე პოლიციასაც უპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, ფერაძემ გუშინ სამებიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის ვიდეო გაავრცელა, რომელსაც საღებავი ჰქონდა შესხმული. ფერაძეს არ უთქვამს, რომ საღებავი ხატს მან შეასხა, თუმცა რადიკალები ამბობენ, რომ ამ ქმედებისთვის ფერაძეს "პასუხი უნდა მოსთხოვონ".
შექმნილი ვითარებისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პოლიციამ ნატა ფერაძეს სახლში დარჩენა ურჩია. ფერაძე ამ მითითებას ემორჩილება.