ლიეტუვამ უკრაინის სამხედრო დახმარების გრძელვადიანი, 200 მილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნაუსედა ამბობს, რომ უკრაინას "შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს". 

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

"იანვარში ჩვენ კვლავ გავაგზავნით საბრძოლო მასალას, გენერატორებს, დეტონაციის სისტემებს უკრაინაში, თებერვალში კი M577 ჯავშანტრანსპორტიორებს. მოვამზადებთ უკრაინელ ჯარისკაცებს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში", -  აღნიშნა ნაუსედამ.

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ორი ქვეყნის თავდაცვის მრეწველობას შორის.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიისპირეთში ტურნე დაიწყო. დღეს ის ვილნიუსში ჩავიდა. ზელენსკი ეწვევა ლატვიასაც და ესტონეთსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი