რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს აანონსებს. პუტინის რეჟიმის ახალი პროვოკაციული გეგმის მიხედვით, კრემლი უცხოეთში გაქცეულ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხავს და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა აკრძალვას დაუწესებს. თუმცა იმისათვის რომ გეგმა სისრულეში მოვიდეს, აუცილებელია უცხო ქვეყანამ ამა თუ იმ რუსეთის მოქალაქეზე ინფორმაცია გასცეს, რაც პირდაპირ პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას გულისხმობს.
რომელი სახელმწიფო იქნება მზად რუსულ სპეცსამასხურებთან თანამშრომლობის უცნობია. საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე სახის მოლაპარაკებებზე წასვლას კატეგორიულად უარყოფს.