ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ | მსოფლიო ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად

გამოქვეყნდა:

უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება. წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრები ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილეს, როგორ უნდა დაეხმარონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას.

პარალელურად კიევში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა პოლონეთის პრემიერი, რომელმაც ასევე დაუდასტურა ზელენსკის, რომ პოლონეთი მის გვერდით არის. ოფიციალური კიევი ზელენსკისა და ორბანის შესაძლო შეხვედრაზეც ალაპარაკდა. ეს იქნება მთავარი განსახილველი საკითხი ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 29 იანვარს უნდა გაიმართოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი იუი-ორკში იმყოფება, სადაც ოკუპანტმა ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისი ვიზიტი საგანგებო ბრიფინგზე გააპროტესტა გაეროში უკარაინის ელჩმა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი