საზოგადოება"მთავარი არხის" ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდაგამოქვეყნდა: ხუთშაბათი, 25 იანვარი, 2024 - 09:03
კიბერშეტევა "მთავარი არხის" ვებგვერდზე - საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის 5 საათზე დაიწყო. წაშლილია მონაცემთა ბაზის ნაწილი. არხის ტექნიკური სამსახური ამ წუთებში ცდილობს ჰაკერული თავდასხმის შეჩერებას, ამის შემდეგ კი მონაცემების აღდგენის პროცესი დაიწყება.