დანაშაული არაა, თუ დედას გვერდში უდგას შვილი, რომელიც სანთელს და ხატს ყიდის | არასრულწლოვნით ვაჭრობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

პოლიციამ დააკავა 34 წლის ქალი, ნათია აბულაძე, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. 

დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა. ირკვევა ისიც, რომ დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

ბრალდებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს. ნათია აბულაძის სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც "მთავარ არხთან" ამბობს, რომ თავადაც  ვერ ხედავს დანაშაულს, როცა დედა ბავშვს ქუჩაში საეკლესიო ნივთების გასაყიდად უშვებს.

"მე მაგალითად მიმაჩნია, რომ არანაირი დანაშაული არ არის, თუკი დედას გვერდში უდგას შვილი, რომელიც სანთელს და ხატს ყიდის, არ ვიცი, მე აქ დანაშაულს ვერ ვხედავ და ქუჩაში არ ვუშვებ საწანწალოდ", - ამბობს ადვოკატი ლალი ბუნტური.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი