ახალი პრემიერმინისტრის მთავრობა ძველი შემადგენლობით. ირაკლი კობახიძე ხვალ პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას წარუდგენს მინიმალური ცვლილებით და განსახილველად სამოქმედო პროგრამასაც გადასცემს. ერთადერთი ვინც ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებას შეეწირა, თავდაცვის მინისტრია, თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძე ამ ცვლილებას საკუთარი სურვილით ხსნის. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მთავარი ინტრიგა მთავრობის ახალი მეთაურის საპარლამენტო შეხვედრებში იქნება - პრემიერმინისტრობის კანდიდატს აქვს ვალდებულება, შეხვდეს ოპოზიციას და უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.