რევაზიშვილის ჩვენება არის ბლეფის გაგრძელება - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები

გამოქვეყნდა:

1 სექტემბერს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი ჩვენება გამოჩნდა. მისი ავტორი ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნე, კობა ჩიტიძეა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა მასთან შაქარაშვილის მკვლელობა აღიარა.

აღნიშნული ჩვენების არ სჯერათ მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატებს. როგორც აღმოჩნდა, ახლადგამოვლენილი ჩვენება საეჭვოა დაზარალებულებისთვისაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლომ მხელდველობაში არ უნდა მიიღოს ირიბი მოწმის სიტყვები. 

რევაზიშვილის ჩვენება არის ბლეფის გაგრძელება. იგი ირიბი მოწმეა, მაგრამ მე მას მოწმესაც ვერ დავარქმევდი, ისაა ჩვეულებრივი აგენტი, - ამბობს ადვოკატი თენგო ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეს გუშინ ახალი გარემოებაც დაემატა - გარდაცვლილის წელის ჩანთაზე აღმოაჩინეს დნმ-ს 5 კვალი, რომელთაგან 2-ის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის დაღუპვაში მონაწილე პირები, შესაძლოა, ჯერ კიდევ გარეთ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი