გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე გაახმაურა.

ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, - განმარტავს გულუაშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, 15 ივლისს ვ.ა. დაუკავშირდა ერთ-ერთ მედიასაშუალებას და და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. თითქოსდა, შეესწრო 4 პირის საუბარს, რომელის პირდაპირ კავშირში იყო 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან.

დაკავებულს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი