ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

გამოქვეყნდა:

პოლიციის განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ორშაბათს საღამოს ნიუ-იორკში, ბრონქსში მეტროს სადგურ Mount Eden Avenue-ზე მომხდარი სროლის შედეგად.

დაზარალებულები, ოთხი კაცი და ორი ქალი, რომელთა ასაკი 14-დან 71 წლამდე იყო, გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოებში. ერთ-ერთი მათგანი -  34 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიცია ამბობს, რომ სროლა არ იყო შემთხვევითი და რომ კამათი ორ ჯგუფს შორის ერთ-ერთი მატარებლის ვაგონში დაიწყო. მას შემდეგ რაც მატარებელი სადგურში შევიდა ერთ-ერთმა პრიმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. დაზარალებულების ნაწილი კამათში მონაწილეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი