"შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში" | სიკორსკი ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

"მე ვიყავი პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ესტუმრა საქართველოს. როგორც საქართველოს მეგობარმა მინდა გითხრათ ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ამ კონფერენციას  ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ამავდროულად ვფიქრობთ, რომ მისი მკურნალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას მკურნალობდნენ სათანადოდ. თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, უნდა მიესალმებოდეს ამას"

ასე მიმართა მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი