"ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა მოხსენებისთვის, მე ამაყი ვარ... | ზავრადაშვილის ქება და "საყვედური" პაპუაშვილს

გამოქვეყნდა:

"ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა იმ მოხსენებისთვის, რაც თქვენ დრეს წარადგინეთ. მე ამაყი ვარ რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მომიწია საქმიანობა თქვენი თავმჯდომარეობის განმავლობაში, თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც არამარტო წარმატებული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ ურთიერთობები შეუძლია ისეთი ჰქონდეს თავის კოლეგებთან, რომელიც სამაგალითო შეიძლება გახდეს...

მინდა იმ ნეგატივსაც გავუსვა ხაზი და დაგემდუროთ იმ საკითხში, რომ არ ამეცადინებთ ოპოზიციას იმაში, რა უნდა თქვას ანგარიშში ეკონომიკის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯანდაცვის მინისტრმა, სოციალური მიმართულებით ვინ უნდა ილაპარაკოს, რატომ არ ამეცადინებთ ბატონო შალვა? ესეთი დავარცხნილები, დაბალ ტონალობაში რომ ლაპარაკობენ..."

მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა შალვა პაპუაშვილს, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.  
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი