ავარიების საგანგაშო სტატისტიკა | WHO-ს ცნობით, მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში 10-ჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში

გამოქვეყნდა:

ყოველდღიურ საფრთხედ ქცეული საქართველოს მაგისტრალები. ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქშია, გაუმართავი და არასწორი ინფრასტრუქტურის გამო თბილისში განსაკუთრებით ხშირია სახიფათო ვითარების შექმნის ალბათობა.

საგანგაშოა ის სტატისტიკა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაცია აქვეყნებს - ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ათჯერ მეტია ფატალური შედეგით დასრულებული ავარიების რაოდენობა.

ექსპერტები სპეციალური რუკის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, სადაც აღნიშნული იქნება კრიტიკულად სახიფათო მონაკვეთების არსებობა, თუმცა ხელისუფლებას არც ნება და არც გეგმა აქვს, როგორ შეიძლება ეს ადგილები შედარებით უსაფრთხო გახდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი