კობახიძის თქმით, ივანიშვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა ის საარჩევნო კამპანიაში

გამოქვეყნდა:

ჩაერთვება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს მასზეა დამოკიდებული.

ეს არის მასზე დამოკიდებული, მის ხედვაზე. ჯერჯერობით არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკაზე. გვექნება შეკრებები, დაიგეგმება დაარჩევნო კამპანია. პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებას, - ამბობს კობახიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი