ტელეგრამ არხებით ვრცელდება კადრები და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აზოვის ზღვაზე რუსული A-50-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს უკრაინის საჰაერო ძალები - "ოკუპანტებო, გილოცავთ სამშობლოს დამცველის დღეს" - ნათქვამია საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლესჩუკის ცნობაში.