მარნეულში მოძრავი მანქანიდან ახალგაზრდა კაცის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს

გამოქვეყნდა:

სროლა იყო ცოტა ხნის წინ მარნეულში. შემთხვევა ქალაქის შესასვლელში მოხდა. მოძრავი ავტომობილიდან 39 წლის კაცის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს. კაცი მსუბუქადაა დაჭრილი და ის, მომხდარიდან მალევე, საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სროლა მხარეებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. 

"2-3 საათის წინ შემოვიდა 39 წლის მამაკაცი, რომელმაც, თავის გადმოცემით, ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო. თუმცა, შემოსვლისას, გასინჯვით არანაირი ჭრილობა არ აღენიშნებოდა. ერთადერთი, ჰქონდა მარცხენა მტევნის ზედაპირზე ზედაპირული ნაკაწრები, ანუ ზედაპირული დაზიანება. სხვა ისეთი, კლინიკაში დასაწვენი პრობლემები არ ჰქონია, ამიტომაც გაეწერა ჩვენი საავადმყოფოდან", - ამბობს მარნეულის "ავერსის" ექიმი ალი ალიევი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი