რუსთავში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ინფო რუსთავის ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის კაცი ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
მკვლელობა რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოკლულია 40 წლამდე კაცი.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.