დადგენილია ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირი, 81 გასამართლებულია | უკრაინის გენპროკურორი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 511 პირის ვინაობა დაადგინა. მათგან, 81 უკვე გაასამართლეს. 

კოსტინი სიტყვით გამოვიდა ომის დანაშაულების კონფერენციაზე პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის მთავარ პროკურორებთან და ევროკავშირის მართლმსაჯულების ჯგუფის, Eurojust-ის პრეზიდენტთან ერთად.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პროკურორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის ორი წლით გახანგრძლივებას. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ინიციატივით, ომის დანაშაულების გამოძიებისთვისაა შექმნილი. 

ანდრეი კოსტინმა დასძინა, რომ დისკუსიები მიმდინარეობს 40-ზე მეტ ქვეყანასთან ომის დანაშაულების ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი