"ამ რეზოლუციაში ბოლო წამს გაჩენილმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ჩრდილი შემოიტანა და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვესმის, რომ ევროპარლამენტის განცხადებებს რეალურად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მაინც და მაინც არ აქვს დიდი გავლენა, მაგრამ მაინც, ეს ადამიანები, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფოტიგა, კუბილიუსი და ა.შ. არ ეშვებიან მავნებლობების კეთებას. 338 დეპუტატი არ კითხულობს ზუსტად რა წერია რეზოლუციაში. ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან ჩვენ ასეთი რამ ისედაც არ გვსმენია და შესაბამისად, ისედაც გამიჯნულები არიან".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.