რუსი ოკუპანტები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს | დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, ღამით ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. დაშავებულს შორის ერთი 3 წლის ბავშვია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დანარჩენი 6 პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ამბობს, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.

მისივე თქმით, ოკუპანტები ოდესას "შაჰიდის" ტიპის დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი