ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარნეულის ცენტრში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.