დავიღალე, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ, მინდა კერძო სექტორში გადავიდე | შიდა ქართლის გუბერნატორი გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ შაყულაშვილი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "მთავარ არხთან" ადასტურებს.

შაყულაშვილი აცხადებს, მან ამ გადაწყვეტილების შესახებ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ დაუწერია. როგორც ის ამბობს, თანამდებობის დატოვება პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.

"ველაპარაკე, რომ მინდა წასვლა-მეთქი და უახლოეს მომავალში დავწერ, ალბათ, განცხადებას. დავიღალე რა, 26 წელია საჯარო მოხელე ვარ და მინდა კერძო სექტორში გადავიდე და გავაგრძელო იქ მოღვაწეობა ჩემი თავისთვის, ჩემთვის.

[ჟურნალისტი: ახალი პრემიერის დანიშვნას ხომ არ უკავშირდება თქვენი თანამდებობიდან წასვლა?]

- არა, რა შუაშია ან ახალი პრემიერი, ან ძველი პრემიერი. თანამდებობა მე არ მიკვირს ეხლა, პირველი არ არის და მეორე არ არის," - ამბობს შაყულაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი