"მთავარი არხი" ერთი წლის ხდება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" ერთი წლის ხდება! სამი დღეც და, 9 სექტემბრის საღამოს, 21:00 საათზე ზუსტად თორმეტი თვე გავა იმ მომენტიდან, როდესაც "მთავარი არხის" სახელით საქართველოს პირველად მიესალმნენ დიკო ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი. მას შემდეგ "მთავარი არხი" არცერთი წუთით გაჩერებულა, სულ უფრო და უფრო იზრდება და წინ მიდის. 

ერთეულების გარდა, თითქმის, არავის სჯეროდა, რომ ძველი არხის დატოვებიდან ოც დღეში ჩვენ ისევ ეთერში ვიქნებოდით. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით - "ომეგა ჯგუფის" დახმარებით, რომელმაც სატელევიზიო აღჭურვილობით და შენობით უზრუნველგვყო და იმ ადამიანების წარმოუდგენელი მონდომებით, რომლებმაც წლები და უდიდესი ენერგია შეალიეს არა მარტო "რუსთავი 2"-ისთვის, არამედ ქვეყნისთვის ბრძოლას და რომლებიც უბოდიშოდ გამოყარეს არხიდან. მაგრამ ამის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი საკუთარი ფეხით წამოვიდა იმ საქმის გასაგრძელებლად და ბოლომდე მისაყვანად, რომელიც იქ დაიწყო და ახლა აქ, "მთავარ არხზე" გრძელდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი