"შეუძლოდ გახდნენ 80 და 85 წლის [მოცეკვავეები]... ცუდად გახდნენ და მობრუნდნენ", - ამის შესახებ კულტურის ცენტრის ხელმძვანელი საუბრობს და პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ანსამბლ "ფესვებს" მის ღონისძებაში მონაწილეობის ნება არ დართეს, რაც მოგვიანებით ანსამბლის ხელმძღვანელმაც დაადასტურა.
"წასულები იყვნენ, უბრალოდ გზაში 2 მოცეკვავე ავად გახდა. ერთი თბილისში გადავიყვანეთ მსუბუქი ავტომობილით, მეორე ბათუმში დავაბრუნეთ და სულ ეს იყო. არანაირი დოკუმენტაცია არ ყოფილა. ხელმძღვანელმა რა გააკეთა... შეუძლოდ გახდნენ 80 და 85 წლის [მოცეკვავეები]. გაგზავნილები იყვნენ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მე არ დავურეკე [მოსაბრუნებლად], ცუდად გახდნენ და..." - ამბობს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ორბელიანების სასახლეში 14 მარტს მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანსამბლი "ფესვები", რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს. აღნიშნული ანსამბლის ხელმძღვანელმაც დაადასტურა.
ასევე ნახეთ: