ხონში, დევნილთა დასახლებაში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. "მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი ქალი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალს დაზიანებები ზურგის არეში აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებული კაცი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მივიდა და ყოფილ მეუღლესთან საუბარი სურდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სიდედრმა უარი განუცხადა, მან თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. როგორც მეზობლები "მთავართან" ამბობენ, კაცმა მათი კარის მიმართულებითაც ისროლა. 

ადგილობრივების თქმით, ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და ცოლის ცემის გამო, კაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცავები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი