"კლანი" დამოუკიდებელი მოსამართლეების წინააღმდეგ | მიქაუტაძის საგანგებო ბრიფინგი და თავის მართლება

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანი ისევ თავის მართლების რეჟიმშია. გავლენიანი მოსამართლეები, რომლებსაც არ სურთ ქონებრივი მდგომარეობის და სხვა კრიტერიუმებით შემოწმება, სულ ახალ არგუმენტებს იგონებენ საკუთარი პოზიციის გასამტკიცებლად. ამ ეტაპზე მოსამართლეები ხმამაღლა ვერ ამბობენ, რომ არ სურთ კეთილსინდისიერების ტესტის გავლა და ამიტომ აცხადებენ, რომ მათ საქმიანობაში ჩარევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ემუქრება. მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტი ერთია - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურა, რომლის წევრებიც სოლიდურ კომპენსაციებს იღებენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სისტემის გაფილტვრის მცდელობას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი