კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვაში | მინისტრის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი დავით  ხიდაშელის თემაზე. ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, თუ  რა დოკუმენტებზე ჰქონდა წვდომა, რუსეთის უმაღლეს ეშელონებთან მჭიდრო კავშირების მქონე ბიზნესმენს. მინისტრი ამტკიცებს, რომ დაშვება საიდუმლო შინაარსის დოკუმენტებთან ხიდაშელს არ ჰქონდა. 

ირაკლი ჩიქოვანი "მთავარ არხთან" მცირე კომენტარს აკეთებს და არაფერს ამბობს, ვის რაში სჭირდებოდა დავით ხიდაშელის რჩევები: 

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონია. სხვას ვერ გეტყვით, რაც მე ვარ თავდაცვის მინისტრი, ის არ არის ჩემი მრჩეველი. რა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, ვერ გეტყვით". - ამბობს ჩიქოვანი. 

შეგახსენებთ, "მთავარი" არხის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტით გაირკვა, რომ რუსეთიდან დაბრუნებული ბიზნესმენი, ევტუშენკოვთან და ივანიშვილთან მჭიდრო კავშირების მქონე დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. მათ შორის იმ პერიოდშიც, როცა ის რუსეთთან კავშირების გამო უკრაინის მიერ უკვე დასანქცირებული იყო. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა თავდაცვის სამინისტრომაც და ყოფილმა მინისტრმაც

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი