მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ვეტინგის თემა მმართველი პარტიისთვის დახურულია და არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ განცხადებას პასუხობს:
"უხარიათ ჟურნალისტებს, უხარიათ მოსამართლეებს, უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, უხარიათ პროდიუსერებს და არის საყოველთაო ჟრიამული ვეტინგის დახურვასთან დაკავშირებით. დამანებეთ ახლა თავი...ერი და ბერი შეთანხმდა, რომ თემის დახურვა არის კარგი ..გაააქტიურონ და იყონ, ვეტინგის თემა არის დახურული" - ამბობს მდინარაძე
"სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება" - ნათქვამია 47 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.