რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Crocus City Hall-ში მომხდარ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმე 
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აღძრა, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური ოფისის საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.

შეგახსენებთ, გასართობ ცენტრში, კონცერტის დაწყებამდე მინიმუმ სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და სროლა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი. დაჭრილია 100-ზე მეტი.

სროლასთან ერთად, იყო აფეთქებაც რამაც ხანძარი გამოიწვია. ცეცხლის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ვერტმფრენები გაგზავნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი