აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმას კორონავირუსი გამოუვლინდა. 

ინფორმაცია "მთავარ არხს" მინისტრმა დაუდასტურა. ნიჟარაძის თქმით, იგი თავად არ იმყოფება თვითიზოლაციაში, რადგან ბოლო 20 დღეა ძმასთან კონტაქტი არ ჰქონია. 

შეგახსენებთ, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 ამ რეგიონს ეკუთვნის. 

ცნობისთვის, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში ფიზიკური დასწრებით სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1729
  • გამოჯანმრთელებულია - 1321
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 896 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი